გოჩა მირცხულავა: სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე იმსჯელებენ და კლავაც “მიუმხრობლობის” პოლიტიკა გაგრძელდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2018 13:30

გოჩა მირცხულავა: სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე იმსჯელებენ და კლავაც “მიუმხრობლობის” პოლიტიკა გაგრძელდება

21 ივნისს სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს. სხდომაზე სავარაუდოდ, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე იმსჯელებენ და კლავაც “მიუმხრობლობის” პოლიტიკა გაგრძელდება – რუსეთის საამებლად. სხვა საკითხების განხილვას – მათ შორის მეუფე შიოს ლეგიტიმაციას გვერდს აუვლიან. ფორმალურად სხდომა ჩატარებული იქნება და კრება დარჩება მხიარული.
რეალურად, უკრაინის საკითხზე თავშეკავება ნიშნავს დაპირისპირების გაღრმავებას მსოფლიო პატრიარქთან და ყველა საპატრიარქოსთან რომელიც “იმ” ბანაკშია. “ის” ბანაკი ყველა შემთხვევაში აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, რასაც მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი – აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის (აპლიას ფრთა) აღიარება (დროს მნიშვნელობა არ აქვს). ორივე ნაბიჯი მნიშვნელოვნად აწყობთ აფხაზებს. მსოფლიო საპატრიარქოსთან ღია დაპირისპირება უკრაინის საკითხში ასევე გაუხსნის ხელს კონსტანტინეპოლს დრაბის ასაღიარებლად და ეს არის მნიშვნელოვანი დარტყმა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. აფხაზეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასეთ შემთხვევაში ქმედითად იმუშავებს ევროპის სახელმწიფოებთან – პოლიტიკური აღიარებისთვის. მსოფლიო პატრიარქის და მის ფრთებს ქვეშ მყოფი საპატრიაქოების მიერ დბარის აღიარება გამოყენებული იქნება პოლიტიკურ აქტად.
გამოსავალი ნამდვილად არსებობს. რუსეთი ოფიციალურად არის ოკუპანტი. დღეს სისულელეა იმაზე საუბარი, რომ რუსეთის ეკლესია თითქოს ფორმალურად აღიარებს აფხაზეთზე საქართველოს ეკლესიის კონტროლს. ფაქტი ის არის რომ რუსეთის- მოსკოვის საპატრიარქო ჩვენს პატრიარქს არც კი მოხისენიებს სრული ტიტულით. ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის გაგონება პატრიარქის ტიტულში მათ არც სურთ, არა თუ წარმოთქმა.
ამიტომ, საპტარირქომ უნდა მიიღოს სახელმწიფოებრივი განაწყვეტილება – მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიას – შესაბამისად მსოფლიოს პატრიარქს და დრაბის ფრთა სამართავად, დროებით, გადასცეს მსოფლიო საპატრიარქოს. თუ რუსეთი გადადგამს ნაბიჯს საეკლესიო ოკუპაციისკენ და აპლიას ფრთის ავტოკეფალიას აღიარებს, ჩვენს გვეყოლება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მსოფლიო პატრიარქის და მისი ფრთის ქვეშ მყოფი სამწყოს სახით. ტერიტორიული მთლიანობის კვალდაკვალ შესაძლებელი იქნება საკლესიო ძალადობის აღმოფხვრაც. მოკლედ, უნდა დასრულდეს იმაზე საუბარი, რომ ვიღაც ბრძენია, ვიღაც ჭკვიანია და სწორია რომ არავის ვემხრობით. ამ ვითარებაში არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რაც მოგახსენეთ. საკითხის დროში გაწელვა არ არის გამოსავალი. საჭიროა მოქმედება სახელმწიფოებრივ ჭრილში და არა რუსეთის საამებლად. მაქვს კი იმედი იმისა, რომ სინოდი ასე მოიქცევა? არა! ამიტომ ვამბობ და მივუთითებ რუსულ გავლენებზე საქართველოს საპატრიარქოში და ამის დასადასტურებლად სულაც არ არის საჭირო ფსბ-ს საბუთი ჯიბეში ან “გიორგიევსკი ლენტოჩკა” მკერდზე.
რაც შეეხება სინოდს – სინოდმა აუცილებელი წესით უნდა მოისმინოს წინა სინოდის გადაწყვეტილების ანგარიში – ციანიდის საქმესთან დაკავშირებით; უნდა შექმნას მაშტაბური კომისია, რომელიც იმუშავებს მართვა გამგეობის დებულების კორექტირებაზე – თუნდაც არსებული რეალობის გათვალისწინებით; განსაზღვროს მოსაყდრის უფლებამოსილება და დაამტკიცოს მისი “არსებობა” თუნდაც დებულების მოთხოვნების იგნორირებით, ან მოაშორის მეუფეს ეს ვალდებულება; ასევე, სინოდმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს მართვა გამგეობის დებულების ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ეპარქიები არიან დამოუკიდებელი სამართლის სუბიექტები და შორენას არ ემუდარონ ცალკეული წერილების გაგზავნა სხვადასხვა უწყებებში.
და ბოლოს, სინოდის დღის წესრიგი მინიმუმ დღეს უნდა ჰქონდეს დაგზავნილი ყველა ეპარქიის წინამძღოლს, რათა მათ შესძლონ საკითხების სათანადო მომზადება პოლემიკისთვის, თუ ვინმე გაბედავს და ბრმად არ დაეთანხმება ზვიადაძისა და შიოს მიერ მომზადებულ განჩინებება-დადგენილებებს.
დროის გაწელვა არ არის ახლა გამოსავალი. და სინოდში უნდა გაიგონ რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი. ისე ხელისუფლებას თუ აქვს პოზიცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე?
სულ ბოლოს: საეკლესიო მონობა ყველაზე დიდი და აუტანელი მონობააო – გახსოვთ ამბროსი ხელაიამ თქვა ეს და თქვენ რატომ გსურთ უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიის მონობის ქვეშ იყოს? იმიტომ რომ თავადაც მანდ ხართ?-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა კადემიის დირექტორი  გოჩა მირცხულავა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2018 13:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics