გლდანში, გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი რაიოდენობით სამშენებლო ნარჩენები ეყარა, რისი გატანაც განხორციელდა და შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო.

სამუშაოების შედეგად, 2 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და დაიგო ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 498 328 ლარი დაიხარჯა.

გლდანის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი დასრულებულ სამუშაოებს მერის მოადგილესთან კახა გულედანთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიმათი ხმები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვდომოდა რამის დამალვა, დავმალავდით – კობახიძე წასულებზე
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანი – ღამით აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებებისას 49 სომეხი სამხედრო დაიღუპა