„გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2022“ დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2022“ დასრულდა. ტურნირში გლდანის რაიონის მცხოვრებლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა.

ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი-ოფებით) გაგრძელდა. თამაშები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე, ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი.

ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულებს მედლები, თასები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

აღნიშნული ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – 3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ვერავის დავეხმარები
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივი განცხადება