გლდანის რაიონს კიდევ ერთი მრავალფუნქციური სივრცე შეემატა

გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 და N6 კორპუსებს შორისარსებული სივრცე კეთილმოეწყო. მრავალფუნქციური სკვერი დაახლოებით 10000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

აღნიშნული სკვერი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „გლდანის მერვე მიკრორაიონში სამუშაოები დასრულდა. ეს კონკრეტული ტერიტორია, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, მთლიანად რეაბილიტირდა.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოწყო საკალათბურთო მოედანი,ბავშვებისთვის – ატრაქციონები, რომლითაც ძალიან ბევრი პატარა სარგებლობსდა სულ დატვირთულია. ასევე, არის სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანსშეუძლია განტვირთვა, დასვენება.

ჩვენი მიზანია, რომ ასეთი სივრცეები მთელიქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში შეიქმნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მრავალფუნქციური სივრცეში ტერასულადაა მოწყობილი გასართობი,დასასვენებელი და საბავშვო ზონები. აქ განთავსებულია მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, შადრევანი, ხელოვნურიმდინარე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის,სკეიტბორდის მოედანი, ფიტნეს ზონა.

სკვერში დამონტაჟდა გარე განათების, ვიდეო მეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები. დაითესა ბალახი და დაირგო ხეები. პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა და მისი ღირებულება 1 139 115ლარია.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა საქსონიის ფედერალურ მიწაზე
შემდეგი სტატიალინას ლინკევიჩუსი – მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება