გივი თარგამაძე: თქვენთან ერთად ვწუხვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ეს ტრაგიკული რეალობა რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს

“ზოგიერთისთვის ეს ვითარება უბრალოდ სასაცილოა. ზოგისთვის კიდევ უარესი – დასაცინი. ჩემთვის კი ეს სურათი შსს-ს სისტემაში შექმნილ, მართლაც, ტრაგიკულ ვითარებას ასახავს. ეს იგივე ბიჭები არიან, რომელთაც სულ რამოდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა ენდობოდა. ამაყობდა კიდეც. დღეს კი ისინი სრული მნიშვნელობით ბედის ანაბარა არიან მიტოვებულნი. სახელმწიფო, ხელისუფლება, უშუალო ხელმძღვანელობა არა თუ გვერდში არ უდგას, პრობლემას პრობლემაზე უმატებს. არათუ არაზრდადი, რეალურად, შემცირებადი ანაზღაურება, შემცირებული სადაზღვევო პაკეტი, მოშლილი კარიერული კიბე, არანორმირებული სამუშაო დღე და რაც მთავარია, კრიმინალთა, ნათესავთა, ახლობელთა სასარგებლოდ ტარგეტირებული პოლიტიკური ნება, რომელიც პროფესიონალებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს და მორალურადაც აკნინებს… არც კი ვიცი, ამ წუთას რითი გაგამხნევოთ. ალბათ, მაინც იმით, რომ მე არ დაგცინით. თქვენთან ერთად ვწუხვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ეს ტრაგიკული რეალობა რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. უსასრულო არაფერია. რეალობა შეიცვლება და თქვენი შრომაც დაფასდება. დაბრუნდება ნდობაც და სიამაყის შეგრძნებაც”-ასე ეხმიანება გივი თარგამაძე დილით, ვაკის პარკთან პატრულის ავტომობილების შეჯახების ფაქტს.

banner
წინა სტატიაში(video) პუტინი: დსთ-ს ყველა ქვეყანაში შესაძლოა მოხდეს ტერაქტები
შემდეგი სტატიაკრემლმა მინსკის ხელშეკრულების ფიასკოზე ისაუბრა