გიული ალასანია: მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას, რომ გაიყვანონ თავისი მოქალაქე და მიხედონ

„ეს ადამიანი არის უკრაინის მოქალაქე და როგორც უკრაინის მოქალაქე, პირველ რიგში, მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას, რომ გაიყვანონ თავისი მოქალაქე და მიხედონ“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სააკაშვილზე საუბრისას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ალასანია ამბობს, რომ საპატიმროში საღამოს 6 საათიდან ექიმი არ იმყოფება და შესაბამისად, მას ყურადღება არ ექცევა.

„ყველა ექიმი გვაფრთხილებდა და მაგალითად, ნიკა ყიფშიძე იმ აზრზე იყო, რომ 10 დღეც შეიძლება ვერ გაძლოს. ეს ძალიან სახიფათო წამოწყებაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს. ყველაფერი მოუხსნეს, ყველაფერი აუკრძალეს. არაფრის უფლება არ აქვს.

ჩემი აზრი არის ასეთი, ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანი არის უკრაინის მოქალაქე და როგორც უკრაინის მოქალაქე, პირველ რიგში მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას, რომ გაიყვანონ თავისი მოქალაქე და მიხედონ“, – აცხადებს გიული ალასანია.

 

https://youtu.be/KgPLzRkmj30

 

banner
წინა სტატიაში“ამერიკელი ხალხი ვერ იქნება დამოკიდებული “გაზპრომზე” – ბაიდენი
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა