გიული ალასანია – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე იმყოფებიან.

გიული ალასანიას განცხადებით, ექიმების მიერ წარმოდგენილ, “თავისუფალი მკურნალობის” ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, თუმცა ეს მათზე დამოკიდებული არ არის.

„გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. იყო დაპირება, რომ უნდა შევეშვი, ახლა ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველანაირი საფუძველი მონახოს, რათა საკუთარი ლიდერი ციხიდან გამოიყვანოს
შემდეგი სტატიაჯაღმაიძე პრემიერის ინიციატივაზე – მივესალმები, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად