იოსელიანი – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველანაირი საფუძველი მონახოს, რათა საკუთარი ლიდერი ციხიდან გამოიყვანოს

სააკაშვილს თუ დაუდგინდება ისეთი დაავადება, რომ მისი სასჯელის მოხდა ციხეში იყოს შეუძლებელი, შესაძლოა, ეს იყოს სასჯელის გადავადების საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა,

როგორც იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველანაირი საფუძველი მონახოს, რათა საკუთარი ლიდერი ციხიდან გამოიყვანოს.

როგორც იურისტი გეტყვით, რომ სასჯელის გადავადებას თავისი სამართლებრივი საფუძველი აქვს, რაც გულისხმობს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს ისეთი და ადამიანს ისეთი დაავადება უნდა ჰქონდეს, რომლითაც სასჯელის მოხდა არის შეუძლებელი.

„არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილს აქვს თუ არა ისეთი დაავადება, რომ მისი სასჯელის მოხდა ციხეში იყოს შეუძლებელი. თუ მას ასეთი დაავადება დაუდგინდება, რასაც არ ვუსურვებ, შეიძლება, ეს იყოს სასჯელის გადავადების საფუძველი. როგორც პოლიტიკოსი კი გეტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველანაირი საფუძველი მონახოს, რათა საკუთარი ლიდერი ციხიდან გამოიყვანოს. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ მეორე საკითხია, ამის შესაძლებლობას იძლევა თუ არა კანონმდებლობა და ამ ქვეყანაში არის თუ არა საზოგადოების უმეტესობა იმის მომხრე, რომ სააკაშვილმა პასუხი არ აგოს იმ დანაშაულზე, რაც მისჯილი აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – ვინმე პარლამენტში თუ დაბრუნდება, მხოლოდ მივესალმები
შემდეგი სტატიაგიული ალასანია – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს