გიული ალასანია: “ადამიანს შეუზღუდეს, ფაქტობრივად, თავის ადვოკატებთან შეხვედრა ეს სრულიად არანორმალური ამბავია”

“ადამიანს შეუზღუდეს, ფაქტობრივად, თავის ადვოკატებთან შეხვედრა. ეს სრულიად არანორმალური ამბავია”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საუბრობს, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, წინა შეხვედრასთან შედარებით დასუსტებულია.

ადამიანს შეუზღუდეს, ფაქტობრივად, თავის ადვოკატებთან შეხვედრა. ეს სრულიად არანორმალური ამბავია, ამის პასუხად უარი თქვა რეანიმობილზე და სამედიცინო დახმარებაზე. გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ფანჯარა გვყოფს, უშუალო ურთიერთობა არ გვაქვს, არ შეიძლება ასეთი ურთიერთობა რომ ჰქონდეს ადვოკატებთან. ეს არ შეიძლება, ადვოკატებთან საუბარი უნდა იყოს კონფიდენციალური და ეს როგორ უნდა მოხერხდეს. დასუსტებული არის წინა შეხვედრასთან შედარებით. კონსილიუმისთვის შერჩეული ექიმები, რამდენადაც ვიცი, კარგი პროფესიონალები არიან და მათი შერჩეული დაპირება იყო მათ რეკომენდაციას​ დაეყრდნობოდნენ და ყველანაირად მიყვებოდნენ და ჩვენ რა დავინახეთ, ფაქტიურად ესეც აღმოჩნდა მიუღებელი, – ამბობს გიული ალასანია.

ცნობისთვის, დღეს უკვე 27-ე დღეა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: ჭალე-მუჟავა გაიმარჯვებს ამ ხელისუფლებაზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: „დღეს აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები!