„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ სახელმწიფო დაფინანსება აღუდგებათ

„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ სახელმწიფო დაფინანსება აღუდგებათ. ამ მიზნით შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 5 ივლისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, აღუდგება. ცვლილებების მიხედვით, კანონის ეს მუხლი 2022 წლის პირველი თებერვლის ნაცვლად, 2021 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ყველა ის თანხა, რომელსაც იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღებდა, რომ არ დაეკარგა ზემოაღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება.

ამასთან, კანონპროექტით დაშვებულია ისიც, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას უფლება ექნება, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უარი თქვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე და ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკო-ს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეს პარტიები არიან „გირჩი“ და „მოქალაქეები“.

„გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება შეადგენს – 777990 ლარს, ხოლო „მოქალაქეების“ – 497406 ლარს.

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: ქართველებსა და ამერიკელებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ქართველი ხალხი არის ბრძენი