“გირჩი” პარლამენტს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს სთავაზობს

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ პარლამენტს, საზოგადოებას და დაინტერესებულ ჯგუფებს მიმართავს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, იმისთვის, რათა 31 დეკემბერს დაგეგმილი, მარიხუანას დარგვის აქცია მოექცეს კანონის ფარგლებში, “გირჩს” პარლამენტისთვის მომზადებული აქვს კანონპროექტები, რომელიც ითვალისწინებს:

1) სისხლის სამართლის კოდექსიდან ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალელებების მოხმარების გამო პასუხისმგებლობის გაუქმებას, 273-ე მუხლის გაუქმებას და პირადი მოხმარების მიზნით შეზღუდული რაოდენობით მცენარე კანაბისის კულტივაციის დაშვებას.
2) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის გაუქმებას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენა შენახვა და მოხმარებისთვის სასჯელს და იძულებითი ნარკო ტესტირების ჩატარების უფლებას აძლევს პოლიციას.

„ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამ კანონის საქართველოს ბიუჯეტის კანონთან ერთად მიღება, რათა პარლამენტმა იმსჯელოს დევნისა და იძულებითი ნარკოტესტირებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შემდგომი ბედის შესახებ. მოსახლეობის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციით, ეკონომიკური სარგებლის სრული მასშტაბით მისაღებად საჭირო იქნება კანონიერი ბრუნვის სახელმწიფო რეგულირების კონკრეტულ მოდელის შერჩევა, რაც განხილვისა და შეთანხმების საგანია, მზად ვართ, მივიღოთ აქტიური მონაწილეოობა კონსულტაციებში”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიჯიტ ბრინკი: ამერიკა–საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება
შემდეგი სტატიაკიევში პოლიციელებმა გამოძახების შემდეგ ბინა გაქურდეს