გიორგი ვოლსკი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

„იაპონიის ელჩს აქვს ინფორმაცია და იზიარებს იმ პოზიციას, რაც აქვს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური დაპირისპირება უნდა მიდიოდეს პარლამენტში.“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მხარებმა მიმოიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა ოკუპაციის საკითხებზე და კავკასიის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გაზრდილ საფრთხეებს.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ოკუპაციის წინაპირობები, დღევანდელი სიტუაცია, რომელიც რეგიონშია შექმნილი და ის საფრთხეები, რომელიც ემუქრება არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონს და რუსეთის მზარდი სამხედრო გავლენა ამ რეგიონზე. ჩემის მხრივ, დავამატე კიდევ გარკვეული ფაქტორები და ვისაუბრე იმაზე, რომ დესტაბილიზაციის სურვილი საქართველოში შეიძლება აწყობდეს მხოლოდ იმ ძალას, რომელიც საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისათვის ამ რეგიონში“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – მიხეილ სააკაშვილის შემდეგი ნაბიჯი დაგეგმილია
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრს შეხვდა