იაგო ხვიჩია – მიხეილ სააკაშვილის შემდეგი ნაბიჯი დაგეგმილია

მხარდამჭერი პოზიცია მაქვს ნიკა მელიასთან მინართებაში, ვფიქრობ, ნიკა მელიას დაკავება ზოგადად, ეს სისხლის სამართლის დავა, რომელიც მასთან დაკავშირებით არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. წინა პარლამენტი ძალიან არის შერცხვენილი ნიკა მელიას წინაშე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ხვიჩია ამბობს, მისი სურვილია, ახლანდელმა პარლამენტმა იგივე არ გაიმეოროს.

„მინდა, ახლანდელმა პარლამენტმა იგივე არ გაიმეოროს. რაც შეეხება დღეს რა საკითხთან დაკავშირებითაც მივდივართ იმის გასაგებად, თუ რას აპირებ პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დააკავებენ. ასევე, მაინტერესებს თქვენ იცით, რომ ოპოზიცია ჩემზე ნაწყენი და გაბუტული იყო. ფიქრობდნენ, რომ შევდიოდი პარლამენტში ელისაშვილთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ შევდივართ ელისაშვილთან პარლამენტში და ქუჩაში ვრჩებით ოპოზიციასთან ერღად. შესაბამისად, გვაინტერესებს პრეტენზიების შინაარსიც და უბრალოდ, ხომ იცით რომ „ქართული იცნების“ და „ნაციონალების“ შერიგება გვინდა. ჩვენ თვითონ ვიწყებთ ოპოზიციასთან შერიგების აქტით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე: „ნაცმოძრაობის“ გარშემო ხომ არ გაერთიანდება ოპოზიცია?“, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება.

„გააჩნია, როგორ მოიქცევა ხელისუფლება. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და მას სხვა გზას არ დაუტოვებს, ჩვენ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება. ჩვენ მელიას ვუჭერთ მხარს და ჩვენი პოზიცია ყოველ წინადადებაში ჩანს. რა ფორმით დავუჭერთ მხარს, ამას დავინახავთ. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს მელიას დაკავება და „ქართული ოცნება“ ახლა თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს. კონკრეტულად, შემდეგი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილია იმაზე, როცა ნიკა მელია არის ციხეში. ზოგადად, ბევრ აქციაზე გვიხილავთ, არა მხოლოდ ერთზე“ – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური – გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარი სამარტოო საკანში ჯაჭვით არის დაბმული, სრული სიცრუეა
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა