გიორგი ვაშაძეს გადაეცით, რომ იდიოტია – ზარქუა

გიორგი ვაშაძეს გადაეცით, რომ იდიოტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ეფესბეს” ჯგუფს, რომელზეც ვაშაძე საუბრობს, საქართველოში “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია.

„მე ვადასტურებ ვაშაძის განცხადებას, დიახ “ეფესბეს” გარკვეული ჯგუფი არის საქართველოში უკვე დიდი ხანია, მას ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”, ხოშტარია და ა.შ. რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, მათ შორის, მცდელობა აქვთ, რომ საქართველო ჩართონ ომში, არიონ ეს ქვეყანა და ქაოსში გადააგდონ. ამისთვის 3 მცდელობა ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, არც მომავალში გამოუვათ, რაც შეეხება ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია,”- განაცხადა ზარქუამ.

წინა სტატიაშიიოსელიანი – საარჩევნო ბარიერის დაწევა დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, ამით ევროკომისიას ევაჭროს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა