გიორგი ვაშაძე:ობახიძეს ვეუბნები: ნუ იმალები ამ შენობაში

კობახიძეს ვეუბნები: ნუ იმალები ამ შენობაში – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციასთან.

ვაშაძის თქმით, მათ აქვთ ორი კონკრეტული მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უკან გაიტანონ.

„კობახიძეს ვეუბნები – ნუ იმალები ამ შენობაში [მთავრობის ადმინისტრაციის]. პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ ნებისმიერ შენობაში, ამიტომ, ხალხი ითხოვს, რომ დაელაპარაკოთ მათ. მოთხოვნა არის ორი ძალიან კონკრეტული: დაუყოვნებლივ დაკავებულების გათავისუფლება და კანონის უკან გატანა, ამიტომ გთხოვთ ნუ დაგვიდგებით წინ და შევიდეთ შიგნით“, – განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ მიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულ საპატრულო პოლიციას და მოუწოდა მათ, გაიხადონ უნიფორმები და გადავიდნენ ხალხის მხარეს.

„პოლიციელებს ვეუბნებით: გადადით ხალხის მხარეს ბიჭებო. გაიხადეთ უნიფორმა, გადმოდით ხალხის მხრეს და პირდაპირ გეუბნებით, თქვენ დაგაფასებთ ქართველი ერი. ეს უნდა იცოდეთ.

რასაც ხალხი იტყვის, ჩვენც იმას ვიზამთ. ველოდებით, რომ [ირაკლი კობახიძე] შეხვდეს ხალხს და ჩვენ. მანდატი მოგვცა ხალხმა. სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეების ჯგუფები შეკრულია, ერთიანია და შეხვდეს ხალხის წარმომადგენლებს. ნუ იმალები პოლიციის უკან“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლეს.

banner
წინა სტატიაშირატი ამაღლობელი ხელისუფლებას – გაიტანეთ უკან ეს კანონი და გააკეთეთ განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, ერთი წლის წინ
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საწადელს! ივანიშვილი გაიწვევს “რუსულ კანონს” – მას ერთიანობის ეშინია