გიორგი ვაშაძე: სააკაშილის პოსტზე დანიშვნა უკრაინის სუვენერული გადაწყვეტილებაა და ამაში ჩარევის უფლება საქართველოს არ აქვს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშილის პოსტზე დანიშვნა უკრაინის სუვენერული გადაწყვეტილებაა და ამაში ჩარევის უფლება საქართველოს არ აქვს. ვაშაძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე იზრუნოს.

„რა თქმა უნდა ქართული ოცნება სამარცხვინოდ იქცევა. მე მათ ვურჩევდი, რომ ჩვენ ქვეყანას მივხედოთ, მიხეილ სააკაშვილი თავის გზას მოძებნის. ეს არის უკრაინის სუვენერული გადაწყვეტილება, ამ სუვენერულ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით ვერანაირად. თავის ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად ჯობს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე იზრუნონ“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე: ჩვენი ხელისუფლება სრულ ჭკუაზე არ არის
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდრო ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო