გუბაზ სანიკიძე: ჩვენი ხელისუფლება სრულ ჭკუაზე არ არის

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა მიანიშნებს, რომ უკრაინა მზად არის რეფორმების გასატარებლად. სანიკიძე ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლება პერსონებს მიღმა რეალურ, დიდ პროცესებს ვერ ხედავს.

„გასაგები იყო, რომ ჩვენი ხელისუფლება სრულ ჭკუაზე არ არის, უპატარძლო ქოწილი აქვთ და არ იციან როგორ მოიქცნენ. ელჩის გამოწვევით თავის თავს ატყუებენ, თუ თავის მომხრეებს, რომელიც ძალიან შემცირებულია ვერ გეტყვით. აქ არის სერიოზულ პროცესზე საუბარი და ჩვენი ხელისუფლება პერსონებს მიღმა ვერაფერს ხედავს. უკრაინაში რეფორმების დაწყება ნიშნავს პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების შეცვლას, სააკშვილის დანიშვნაც ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ უკრაინაში გადაწყდა რომ რეფორმები დაიწყოს, წინა პრეზიდენტების დროს მაინც და მაიც ამის სურვილი არ იყო“,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სხვადასხვა სახელმწიფოს, ინტერესი გამოთქვა ისრაელმა, ავსტრიამ, დიდი ხანია, არსებობს მეზობელი სახელმწიფოების ინტერესი
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: სააკაშილის პოსტზე დანიშვნა უკრაინის სუვენერული გადაწყვეტილებაა და ამაში ჩარევის უფლება საქართველოს არ აქვს