გიორგი ვაშაძე პარლამენტში ინიციატივის დარეგისტრირებას გეგმავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებას გეგმავს, რომლის თანახმადაც, ნასამართლევი ადამიანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორი არ უნდა იყოს.

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებიც განათლების სამინისტროსთან რექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტეტსო აქციას მართავენ.

„მე თვითონ მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დამთავრებული და ჩემთვის ნამდვილად სულ ერთი არ არის, ვინ იქნება უნივერსიტეტის რექტორი და ვფიქრობ, აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა აქვთ ამ ახალგაზრდებს, ამბობენ, რომ ოთხჯერ ნასამართლევი ადამიანი არ უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი. მთხოვეს, რომ პარლამენტში დავაყენო საკითხი, ამას შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის სახეც მივცეთ, რომ ნასამართლევი ადამიანი არ უნდა იყოს რექტორი. წესით, არ უნდა სჭირდებოდეს ამას ნორმალურ ქვეყანაში არანაირი საკანონმდებლო ინიციატივა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდნენ და მათ უნდა ირჩევდნენ პროფესორ-მასწავლებლები და არა განათლების მინისტრს ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვინც მოუნდება ის დაინიშნოს. ოპოზიციურ კოლეგებთანაც მექნება მსჯელობა. ჩემი აზრით, ამაში ყველა ერთიანით ვიქნებით, მათთან ერთად შევიტანთ ამ კანონპროექტს და ძალიან მაინტერესებს, როგორ იტყვის „ქართული ოცნება“ რომ არა, ნასამართლევი ადამიანები უნდა იყვნენ რექტორები?“- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, მძიმე მდგომარეობაში არიან
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ