გიორგი ვაშაძე – ნედ პრაისის განცხადება „ქართული ოცნების“ მიმართ არის გაფრთხილება, რომ შეეშვან მავნე ანტიევროპულ, ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადება „ქართული ოცნების“ მიმართ არის გაფრთხილება, რომ „შეეშვან მავნე ანტიევროპულ, ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს“.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება თუ მას არ გააკეთებს, ქვეყნისთვის მძიმე იქნება.

„ამ განცხადებას თუ არ გაიგებენ, უმძიმესი ბედი ელოდებათ ჯერ ქართველი ხალხისგან, შემდეგ ამერიკელი და დასავლელი პარტნიორებისგან. არავინ გაუტარებთ იმ ქმედებებს, რასაც ასე აღვირახსნილად აკეთებენ. ერთადერთი, ვინც ბედნიერია „ქართული ოცნების“ ქმედებებით, პუტინი და რუსეთია. ქართველი ხალხი და დასავლელი პარტნიორები კი მძიმედ უყურებენ „ქართული ოცნების“ ტრანსფორმირებას ვითომ პროდასავლური ძალიდან, პირდაპირ პრორუსულ ძალად. ნედ პრაისის განცხადება ზემწვავე გაფრთხილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, დასავლელ პარტნიორებს, ამერიკას. ვის გულისხმობენ? ვინ გამოვიდა და თქვა, რომ თუ ომი დაიწყება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მოგვცემენ სტატუსსო. ვინ დაესხა თავს ამერიკის ელჩს და პირობებს უყენებს? – ირაკლი კობახიძე, მდინარაძე, ცაგარეიშვილი. თავისი თავიდან სამი განდეგილი რომ გამოყვეს, ჰგონიათ, ამას ვინმე მიიღებს? – მათ უკან „ქართული ოცნება“ და კობახიძე დგანან. სხვათა შორის, სოზარ სუბარი სად დაიკარგა. ეს განცხადება არის სიგნალიც, პიპინიც, ხმაურიც. თუ არ გაიგებენ, უმძიმესი დღეები ელოდებათ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა: „ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე“.

banner
წინა სტატიაშირომან ფიფიამ საფეხბურთო კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა
შემდეგი სტატიაბოკერია პრაისზე: უახლეს ისტორიაში ამასთან შედარებადი არცერთი ეპიზოდი არ ყოფილა