გიორგი ვაშაძე : მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ

ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის ხალხის ხელში, რომელიც პროპორციული არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ბრიფინგზე სიმბოლურად გასაღებიც მიიტანა.

„ის, რომ გუშინ იყო არაძალადობრივი გზით ეს ყველაფერი, იყო სწორედ აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დამსახურება. მინდა, ყველა მონაწილეს და პოლიტიკურ პარტიას მადლობა ვუთხრა. აქვე მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის სწორად ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან ითხოვს პროპორციული არჩევნების ჩატარებას. ამიტომ, ძალისმიერი მეთოდებით მუშაობას სჯობს, რომ გქონდეთ სამოქმედო გეგმა. ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით, ეს არის მშვიდობიანი, საპროტესტო, არაძალადობრივი მოქმედებები გამარჯვებისთვის და აუცილებლად ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, პროტესტი გაგრძელდება, გეგმა კი, ოპოზიციის დღევანდელ შეკრებაზე შეთანხმდება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ანტიკვარულ ავეჯში 1 199 558 ლარი გადაიხადა
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი იწყება