გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ საქართველო მალე შეძლებს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას

პლატფორმა „საქართველო ხალხისთვის” ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ საქართველო მალე შეძლებს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გაიწელა.

„ვფიქრობ, ამაში სახელმწიფოს არასათანადო მუშაობის მიზეზიც არის, თუმცა მთავარია, ჩვენ პროდასავლური ძალები მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყოთ, რომ საქართველომ მიიღოს უვიზი მიმოსვლა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ამას დავაჩქარებთ და ინტენსიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯიხაშკარის ინციდენტზე “ნაციონალური მოძრაობა” უწყებათაშორის კომისიას მიმართავს
შემდეგი სტატია“ჩვენ ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და მოვემზადოთ ნატო-ს წევრობისვთის”