ჯიხაშკარის ინციდენტზე “ნაციონალური მოძრაობა” უწყებათაშორის კომისიას მიმართავს

ჯიხაშკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას მიმართავს. პარტიის ლიდერები კომისიისგან მომხდარზე რეაგირებას ითხოვენ. კომისიის სხდომა დღეს არის ჩანიშნული.ჯიხაშკარში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია კორცხელის გამეორების მცდელობას უკავშირებს. სამეგრელოში გუშინ გარკვეულმა ჯგუფმა სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლა სცადა.

“ნაცმოძრაობაში” დარწმუნებული არიან, რომ ვითარების დაძაბვას “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა ცდილობდა.

“მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას ჯიხაშკარის ინციდენტზე, სადაც “ქართული ოცნების” აქტივისტების პირდაპირ ცდილობდნენ, რომ სანდრა რულოვსის შეხვედრა ჩაეშალათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თბილისში, ისევე როგორც რეგიონებში მუდმივად, “ქართული ოცნების” აქტივისტები ცდილობენ ასეთი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა პროვოკაციული და ძალადობრივი ქმედებებითჩაახშონ,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: 22 მილიონი ლარი გაუხარჯავი უდევს ნარმანიას კაბინეტში
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ საქართველო მალე შეძლებს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას