გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძისა და “გირჩის” წევრებს შორის კონფლიქტს ესწრებოდა

საარჩევნო ბლოკ, “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე “გირჩის” წევრებსა და პაატა ბურჭულაძეს შორის არსებულ კონფლიქტს ადასტურებს.

ვაშაძის თქმით, დატოვებს თუ არა ბლოკს, გადაწყვეტილებას პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

“შეხვედრა მექნება პაატა ბურჭულაძესთან, ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, ბევრი რამ მოულოდნელი იყო. გვექნება განხილვა გუნდში და საბოლოოდ გადაწყვეტილებას გაცნობებთ. მოულოდნელი იყო დაძაბულობა. მინდა, ყველა ინფორმაცია ბატონი პაატასგან მოვისმინო. გვექნება მსჯელობა, განხილვა და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

ვესწრებოდი შეხვედრას, სადაც კონფლიქტი იყო, მაგრამ მინდა, რომ ბევრ განცხადებაზე, რაც მოვისმინე, გვქონდეს საუბარი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გაერთიანება არის რეალური ალტერნატივა, ხელისუფლება შეცვალოს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, არგუმენტაცია მოვისმინო ბატონი პაატასგან”, – განაცხადა ვაშაძემ ბურჭულაძესთან შეხვედრამდე.

ცნობისთვის, საარჩევნო ბლოკი, “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” “გირჩმა” დატოვა.

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ მმართველობის მეოთხე საუკეთესო წლის მწარე რელობა
შემდეგი სტატიაგიორგი რუხაძე: დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია და მისი საპარლამენტო სია ნამდვილად იყო გაყიდვის ობიექტი