გიორგი რუხაძე: დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია და მისი საპარლამენტო სია ნამდვილად იყო გაყიდვის ობიექტი

პაატა ბურჭულაძის პარტია და მისი საპარლამენტო სია ნამდვილად იყო გაყიდვის ობიექტი და ეს დადასტურდა. ბურჭულაძემ ვერ მიიღო ის თანხა, რომელსაც ელოდა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილმა წევრმა გიორგი რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი რუხაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი შეცდომაში არ შევიდეს და არჩევნებამდე 10 დღით ადრე სწორი დასკვნები გააკეთოს.

„რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას ეს არის, რომ ბურჭულაძის პარტია და მისი საპარლამენტო სია, ნამდვილად იყო გაყიდვის ობიექტი. ეს დღეს დასტურდება, მან ვერ მიიღო ის თანხა, რომელსაც ელოდა, შესაბამისად დღეს გადაწყვიტა, რომ „გირჩის“ წარმომადგენლები სიიდან ამოყაროს. თუ ეს ადამიანები სიაში ჩასვა საკუთარი პროფესიონალიზმის გამო, მაშინ რაღატო ყრის ამ ხალხს ბურჭულაძე სიიდან? მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ბურჭულაძემ ვერ მოახერხა ვერც პარტიის და ვერც კოალიციის მართვა. რატომ უნდა ანდოს საზოგადოებამ ქვეყანა სამართავად? რეალურად ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ ბურჭულაძე არ არის სანდო პარტნიორი. ის არ იყო სანდო პარტნიორი საკუთარი გუნდისთვის, არ იყო კოალიციური პარტნიორებისათვის და მე ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოს სანდო ქართული საზოგადოებისთვის”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძემ დათმო პარტია თანხის სანაცვლოდ და მიიღო დაშლილი პარტია.

„შეიძლება, ერთი თვის წინ ამ გაერთიანებას რაღაც პერსპექტივა ჰქონოდა, თუმცა დღეს ასე აღარაა. მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ „გირჩმა“ თანხების ჩადება გადაიფიქრა. ორი კვირის წინ, პარტიიდან წამოსვლისას ვთქვი, რომ აქ იყო ბიძინა ივანიშვილის ხელი, მან გაანადგურა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი. ის დღეს აღარ არის პოლიტიკოსი. ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია თავის ამოცანას. ჯიბიდან შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ფულს არ იღებს და არ აძლევს „გირჩს“, მაგრამ ის რომ „გირჩიც“ და ვაშაძეც ივანიშვილის ხელდასმით ფინანსდება, ამაში ეჭვი არ მეპარება.საზოგადოებამ უნდა იცოდეს,რომ მან ხმა არ უნდა მისცეს პოლიტიკურ პორუფციას”, – განაცხადა რუხაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძისა და “გირჩის” წევრებს შორის კონფლიქტს ესწრებოდა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძესა და პაატა ბურჭულაძეს შორის კონსულტაციები იმართება