გიორგი უდესიანი: მებრძოლებმა არარაობა ელისაშვილი მაგრად “მიჩექმეს” და ბატალიონიდან გააგდეს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ალეკო ელისაშვილის სახეცვლილებამ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია შოკში ჩააგდო. კაცი, რომელიც ყველაზე მწარე ოპოზიციონერობაზე დებდა თავს, ახლა ღიად იფიცებს ოდიოზური კობახიძის მზეს. და სადაც კობახიძე მზე ჰგონია, იქ ივანიშვილი საფიცარ ხატად რომ ჰყავდეს რა გასაკვირია. ეს მისი პირადი საქმე და ვისზეც უნდა იმაზე ილოცებს.  „ოცნების“ ლიდერების ქების პარალელურად ოპოზიციას ლანძღავს და ისეთ რამეებს იგონებს, რომ მისი ნაამბობის საფუძველზე შესაძლოა რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ საქმეც კი აღიძრას.

დეპუტატის მანდატის მოპოვების სურვილით გადარეული ელისაშვილი ახლა ხალხს იმას გვამადლის მთელი საარჩევნო პერიოდი ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ დავდიოდიო. ეტყობა არ იცის, რომ ამას ყველა პოლიტიკოსი აკეთებს არჩევნების წინ. სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, იმას გვამადლიდა 2008 წელს ომი რომ დაიწყო, თბილისიდან ტაქსით წავედი გორში მოხალისედო.

მოხალისედ ნამდვილად წავიდა, ერთ-ერთ ბატალიონშიც ჩარიცხეს, მაგრამ ძალიან მალე ცემა-ტყეპით გამოაგდეს იქედან. აღმოჩნდა, რომ როგორც ახლა ოპოზიციას “გაუჭედა” გადამწყვეტ მომენტში, ბატალიონშიც მაშინ დაიწყო სიტუაციის არევა, როცა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყვნენ -რუსების შეტევას ელოდნენ.
ამ დეტალებზე ელისაშვილს არასდროს უსაუბრია. „ქრონიკა +“-ს მკითხველს პოლიტდევნილი გიორგი უდესიანი მოუყვება, რა ჩაიდინა ელისაშვილმა მაშინ, როცა ქართული მხარე რუსების შეტევის მოლოდინში იყო.

-მე-19 სწრაფი რეაგირების რეზერვის ბატალიონს ვმეთაურობდი,ზნაურის მიმართულებაზე იბრძოდა ჩვენი დანაყოფი. უკანდახევის ბრძანება რომ მივიღეთ, ზნაური აღებული გვქონდა ბრძოლებით. 11 აგვისტოს გორში შემოვედით, 12 აგვისტოს მივიღე უკვე თბილისისკენ უკანდახევის ბრძანება. დავიხიეთ უკან და მცხეთის შემოსასვლელთან გავმაგრდით,  გზადაგზა მოხალისე ვეტერანებს ვღებულობდი შენაერთში და იარაღს ვურიგებდი, რომ თბილისის დაცვის ხაზი გაგვემაგრებინა. ასე მოხვდა შემთხვევით ჩემს დანაყოფში ელისაშვილი, -გვიყვება გიორგი უდესიანი.
მას კარგად ახსოვს 12 აგვისტოს ღამე, იმ ღამეს მოვიდა ინფორმაცია, რომ რუსები თბილისზე აპირებდნენ შტურმს. და იმ დროს როცა მებრძოლები პოზიციებს ამაგრებდნენ ჩხუბი ატყდა, ჩხუბი ელისაშვილის პროვოკაციებს გამო დაიწყო.

– 12 აგვისტოს ღამით მივიღე ინფორმაცია, რომ რუსები აპირებდნენ თბილისზე შტურმს. განგაში გამოვაცხადე, მთლიანი დანაყოფი მოვაწყვე და ამ დროს ატყდა დანაყოფის რიგებში ჩოჩქოლი და ჩხუბი.  ვიკითხე რა ხდებოდა ვეტერანი მებრძოლები გამოვიდნენ და მითხრეს, რომ მათ რიგებში იყო ვიღაც პროვოკატორი ელისაშვილი, რომელიც პროვოკატორობდა მებრძოლებში. მაშინ აზრზე არ ვიყავი ვინ იყო ელისაშვილი საერთოდ. გამოვიძახე რიგითი ელისაშვილი დანაყოფის წინაშე და ვთხოვე, რომ ბოდიში მოეხადა ადამიანურად ბოდიში მოეხადა თანამებრძოლებისთვის და ისევ ჩამდგარიყო დანაყოფის რიგებში. მოვიფიქრებო მიპასუხა. მაშინ უბრძანე სასწრაფოდ ჩააბარე იარაღი მორიგე ოფიცერს საიარაღოში და დატოვე დანაყოფი-თქო. როცა გადიოდა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, იქ შეუგინებია მორიგე მებრძოლებისთვის და იმათმაც მაგრად “მიჩექმეს” ეს არარაობა, – იხსენებს პოლიტდევნილი.
როგორც უდესიანი ამბობს, თავიდან ვერ მიხვდა, რატომ მოიქცა ასე ვინმე ელისაშვილი. მაშინ ამის გასაცნობიერებლად დრო არავის ექნებოდა.
– მერე მივხვდი, მიზეზს ეძებდა ეტყობა რომ დამტყდარიყო. შეეშინდა , იფიქრა ესენი რუსებს დაეტაკებიან და რა იცი რა მოხდებაო, -აღნიშნავს უდესიანი.
ამ ინციდენტზე ელისაშვილს არასდროს უსაუბრია. სამაგიეროდ პირდაპირ ეთერში მოყვა, როგორ გამოაძევა პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან. ეს ამბავი აგვისტოს ომიდან, 2 წლის შემდეგ მოხდა.

როგორც მაყიშვილი„ ქრონიკა +“-თან საუბარში ამბობს, მან შეგნებულად დაბრაკა ელისაშვილი.
– არასდროს არ იწვევდა ეს ტიპი ჩემში ნდობას. როგორც კი დავინახე მივხვდი, რომ ომი რომ დაწყებულიყო ეგრევე რუსების მხარეს გადავიდოდა. 2010 წელს მოგვადგა ვაზიანში, გამწვევ პუნქტში, ტერიტორიული რეზერვის გაწვევა იყო, გინდა თუ არა წამიყვანეთო. მაშინ ნაკლებად ცნობადი სახე იყო. განსაკუთრებით ჩემთვის და არ მომეწონა, ძალიან სახიფათო კაცად მომეჩვენა. ამიტომ ყველა ძალას მივმართე რომ არ წამოეყვანათ ჩემს დაქვემდებარებაში და ექიმმა უთხრა ერთი ხელი უფრო გრძელი გაქვს ვიდრე მეორეო და უვარგისი ხარ სამსახურისათვის. იქედან წავიდა ტვ კავკასიაში და ბატონ დავით აქუბარდიასთან მოყვა ამ ყველაფერს, – იხსენებს დავით მაყიშვილი.

აქედან გამომდინარე არც მაყიშვილისთვის და არც უდესიანისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რაც ახლა ელისაშვილმა იკადრა. მასთან ზედმეტ ნდობაში არც ოპოზიცია უნდა შესულიყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ისიც იყრიდა თბილისის მერად კენჭს და კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება პირველმა მან მიულოცა.

შორენა მარსაგიშვილი

 

banner
წინა სტატიაშიოლიგარქის მორიგი ტრიუკი
შემდეგი სტატიარეგისტრაციის შეჩერების მუქარა, ისევე როგორც სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, არის პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა – ბოკერია