გიორგი თალაკვაძე: თავისუფლება VS ნარკოტიკები

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 12, 2018 22:42

გიორგი თალაკვაძე: თავისუფლება VS ნარკოტიკები

თავისუფლება VS ნარკოტიკები

უბრალოდ ძალიან დავიღალე ამ უმსგავსობით და იმიტომ ვწერ.
წეღან რადიოს ვუსმენდი და მავანი აფრქვევდა სიბრძნეს. იდეაში სასაცილო იქნებოდა, რომ არა ყველაფრის, რაც კი შეიძლება ვინმესთვის წმინდა და სათუთი იყოს, … გავჩერდი და ვფიქრობ რა სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ ვერ ვპოულობ ასეთ სიტყვას ქართულში. მეეჭვება სხვა რომელიმე ენაში მიმაგნებინოს ვინმემ:
ახლა აქ ვდგავარო (საბედნიეროდ სხვაგვარად არ ძალმიძსო არ დაუმატებია :))), 9 აპრილისას 17 წლის ვიყავი და მაშინაც აქ ვიდექიო, იმპერიას ვანგრევდიო, თავისუფლებას ვიცავდი მაშინ და ახლაც თავისუფლებას ვიცავო. 9 აპრილის აქცია შეადარა დღევანდელ ვაკხანალიას. ვინც 9 აპრილს და წინა დღეებში იქ იყო (მთელი საქართველო ვგონებ), ვინც იქ თავი შესწირა… არაა სიტყვებიიიიი!

დავესესხები ცხონებულ ნოდარ დუმბაძეს, რას იზამ, უგრძვნია ბიჭს. ტყუილსაც არ გავს, უბრალოდ ეტყობა ძალიან გამხეცებული ანგრევდა იმპერიას და მოხვდა რამდენიმე ქვა თავში, თვარა ამისთანა შედარებაზე სიტყვა რომ ვერ ვიპოვე, ნამდვილად არ მიხუმრია. ეჭვი არ მეპარება, მართლა იყო 9 აპრილს იქ, მართლა ებრძოდა იმპერიას და ნარკოტიკებს რომ არ ეჯობნათ მისთვის, დღესაც (ხმამაღლა კი გამომივა, მაგრამ მაინც ვიტყვი) მამულიშვილურ საქმეს იქნებოდა შეჭიდებული და შეიძლება სასიქადულო და საზოგადოებაში (ჯანმრთელში) ერთობ დაფასებულიც ყოფილყო.

საშინელებაა, საზიზღრობაა, ნამუსგარეცხილობაა და კიდევ ბევრი რამაა იმისი მტკიცება, ნარკოტიკები თავისუფლებააო.

ერთი თავისუფალი ნარკომანი მანახეთ, რომელიც თავის დროზე, ანუ იმ მდგომარეობაში, როცა ორგანიზმი ნარკოტიკის სურვილისგან ეკრუნჩხება, თუ ნარკოტიკს არ მიიღებს, ნებისმიერ რამეს არ ჩაიდენს, ნებისმიერ ვინმეს არ გაყიდის და ხმის ამომღები არ ვარ!

კი ბატონო, არაა ციხე მაგენის შველა და კიდევ უფრო შეიძლება გაუბედურდნენ.
კი ბატონო, მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ ეს რა დოზანაა ნარკოტიკების და თავისუფლების გაიგივება. ახალი გამოთქმა შემოგვთავაზეს: გინდა გათავისუფლდე? – გაიკეთე ნარკოტიკი.
რად გვინდა ამდენი წვალება და ბრძოლა თავისუფლებისთვის, იოლი გზა უპოვნიათ და გვასწავლიან, ჩვენ კი ისე გვაქვს გონება და სული ჯანსაღი მონობით დახშობილი, რომ ვერ ვხედავთ ამ გზას ან არ გვინდა დავინახოთ!

და საერთოდ, შევიცვალოთ ცხოვრების სტილი, გადავაფასოთ ფასეულობები, გადავწეროთ მაგალითად ჩვენი ლიტერატურა და მოვითხოვოთ შეიცვალოს ძველ ეპოქაში “ჩარჩენილი” ნაწარმოებები:

სჯობს “ჯანმრთელობაში” გადიდკაცებულს, “ნარკოტიკების” ძებნაში მკვდარი;

“ნარკოტიკები” სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა;

მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება –
სხვას განუბოძო შენ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე “ნარკოტიკებსა”?

ან კიდევ იქვე

ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან
და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
„განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ “ნარკოტიკები”!“

ეჰ, სანამ ბოლოში გავედი მივხვდი, თუ არ დავანებე საჯარო სექტორს თავი, რადგან აქ სამიანობაზე მეტად არაფერი ზღუდავს თავისუფლებას თურმე, სიტყვისას მაინც (აბა ნარკოლოგიური შემოწმების გარეშე რატო არ გვიღებენ სამსახურში) ბევრი დამრჩება ყოველთვის სათქმელი ამ ნარკოტიკების, ბოდიში მომითხოვია, თავისუფლებისმოყვარული ვიგინდარებისთვის- წერს  სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელი გიორგი თალაკვაძე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 12, 2018 22:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics