გიორგი რურუაზე მომხდარი თავდასხმის დეტალები

ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა – ასე აფასებენ გიორგი რურუას ადვოკატი და ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი გიორგი რურუაზე თავდასხმას.

საგანგებო ბრიფინგზე იურისტმა დიტო საძაგლიშვილმა პოლიტპატიმარ გიორგი რურუაზე თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებიდან ერთი დღის მერე, ასეთი ფაქტი ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორედ პირადად ივანიშვილის დაკვეთით ხდება. საძაგლიშვილის თქმით, დაწყებული გამოძიება ფორმალურია – ტერმინი გამოძიება, გიორგი რურუასთან მიმართებაში იწვევს უნდობლობას – ამბობს საძაგლიშვილი.

სალომე სამადაშვილის თქმით, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია დიპლომატიური მისიები და ხვალიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ექნება ინფორმაცია გლდანის ციხის ინციდენტთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიცესკო: არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა