გიორგი ქობულია – ანაკლიის ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ

პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ ვინმეს ამ ფესტივალის ჩატარების სურვილი ექნება, მთავრობა ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.

„ანაკლიის ფესტივალზე პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამ ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ ეს ფესტივალი ჩაატაროს, მთავრობა ინფრასტრუქტურით, ჯანდაცვის მომსახურებით და ა.შ უზრუნველყოფს ამ ფესტივალს. არ მიგვაჩნია, რომ წელს ეს ფესტივალი ჩვენ უნდა დავაფინანსოთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ზესტაფონში – ძმამ ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – საქართველომ უნდა შეისწავლოს ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის თავიდან აცილების ევროპული მოდელები