მკვლელობა ზესტაფონში – ძმამ ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავაბულია ერთი პირი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მკვლელობას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქი და მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულ და სახელმწიფოებრივ პოზიციას აირჩევს – ეკა ბესელია უკრაინის ავტოკეფალიაზე
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია – ანაკლიის ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ