გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში წლიური მოხსენებით მისი გამოსვლა ბიუროს პირველივე სხდომაზე ჩაინიშნება

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში წლიური მოხსენებით მისი გამოსვლა ბიუროს პირველივე სხდომაზე ჩაინიშნება.
“იმედს გამოვთქვამ, რომ ბიუროს პირველივე სხდომაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში იქნება, მოხერხდება ჩაისვას დღის წესრიგში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა. მითუმეტეს, რომ ეს არის ბოლო ანგარიში ჩემთვის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის რანგში. კარგი იქნება, თუკი საშუალება მომეცემა ვისაუბრო ყველა იმ გამოწვევაზე, რაც გავიარეთ,” – განუცხადა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს.
ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით პარლამენტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანომ 2015 წელი ისე დაასრულა, რომ არც ეროვნული ბანკის და არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები არ მოუსმენია, რითაც რეგლამენტი დაარღვია.
თავად გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში უფლებამოსილების ვადა თებერვლის ბოლოს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ე.წ.კანონიერი ქურდი დააკავა
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს