გიორგი ქადაგიძე ე.წ „სესხების განულების“ პროგრამას ეხმაურება

ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე facbeook-ის საკუთარ გვერდზე ე.წ სესხების განულების პროგრამას აფასებს.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ტექნიკური შესრულებაც კი ხარვეზიანია.

“ქვეყნის “პირველი პირი” აანონსებს “მთავარ ინიციატივას”, რომლის მოლაპარაკებების პროცესი, სამართლებრივი ჩარჩო, ინიციატივის გამოცხადება, ელემენტარული არითმეტიკა, ეკონომიკური ეფექტი და დღეს უკვე ტექნიკური შესრულებაც კი, ხარვეზიანია.. და ზუსტად ამით, ის სამწუხაროდ, 100%-იანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს”, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ე.წ. ვალების განულების ვებ-გვერდი www.vali.ge გუშინ 18:00 საათზე ამოქმედდა და გარკვეული პერიოდი შეფერხებით მუშაობდა.

მოგვიანებით „ქართუ“ ფონდმა განცხადება გაავრცელა.

„ვებ-გვერდზე – www.vali.ge გადატვირთვის გამო შექმნილი ტექნიკური შეფერხება ოპერატიულად აღმოიფხვრება“, – ნათქვამი იყო განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობს სასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა და ერთი ლარის გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატიათბილისში, თანხის ჩასარიცხად გადასულ მამაკაცს მანქანა გასტაცეს