გიორგი პატარაია და ანი წითლიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო

“ზუგდიდის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო. სამეგრელოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულებს 2 ათას – 2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული ენმ-ის ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანი წითლიძისა და პარტიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას საქმეზე პროცესი ცოტა ხნის წინ გაიმართა.

ინციდენტი სამეგრელოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი სოფელ დუისში პანკისის მოსახლეობას ხვდებიან
შემდეგი სტატიაგია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს