სრული ბოდვა გავრცელდა, თითქოს ჩუმ-ჩუმად ქართულ ოცნებაში დავდიოდი, რაც სრული სისულელეა: ჯაფარიძე

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ინფორმაცია იმაზე, რომ მას ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრები, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფასილიტაციით გვქონდა შეხვედრები, მათ შორის ქართული ოცნების ლიდერებთან. იყო სხვადასხვა ფორმატებში ეს შეხვედრები, იყო, როდესაც მარტო მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, იყო, როდესაც ჩემთან ერთად ესწრებოდა დავით უსუფაშვილი, ასე რომ, ჩვენ გვქონდა სხვადასხვა ფორმატით შეხვედრები, მაგრამ ეს ყველა შეხვედრა მიმდინარეობდა ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით და როდესაც ეს მოლაპარაკებები მთავრდებოდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუზიარებდით მოლაპარაკებების შედეგებს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, ამიტომ ეს არის ნორმალური პრაქტიკა. ჩვენ გამომდინარე იმ პარტნიორული სულისკვეთებიდან, რომელიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, რა თქმა უნდა, ჩენ მუდმივად ერთმანეთს ვუზიარებდით ინფორმაციას იმ შეხვედრის და მოლაპარაკების თაობაზე, სადაც არ იმყოფებოდნენ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ ესაა და ეს, სხვა არაფერი არ ყოფილა. მე არ მესმის ახლა იქ რაღაც სრული ბოდვა გავრცელდა, თითქოს ჩუმ-ჩუმად ქართულ ოცნებაში დავდიოდი, რაც სრული სისულელეა, ამაზე კომენტარიც არ ღირს”, — განაცხადა ჯაფარიძემ

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი – მე და ალეკოს დასამალი არაფერი გვაქვს
შემდეგი სტატიაგიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა