გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

“საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 26 ნოემბერს დაამტკიცა, დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა – 110 მომხრე, 19 წინააღმდეგი.

მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეგზავნა.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.

საქართველოს ახალი მთვარობის შემადგენლობა ასეთია:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი;

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი;

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი;

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა
შემდეგი სტატიატრამპი ხმების გადათვლის მცდელობას „თაღლითობად“ აფასებს