გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურა პატარაძე დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურა პატარაძის კანდიდატურა დაასახელა.

პრეზიდენტის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა მისი განკარგულების შესაბამისად გაიმართა.

„სხდომაზე ცნობილი გახდა ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად ჩვენ უმაღლესი საბჭოს შემავალ სუბიექტებთან კონსულტაციები ვაწარმოეთ და ამ კონსულტაციების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარვადგენთ. კანდიდატურა კონსულტაციების საფუძველზე შერჩეული იქნა და მთავრობას შესათანხმებლად გადაეგზავნება. ამის შემდეგ გადაეგზავნება დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს. ეს არის ზურაბ პატარაძე. მე მას ვუცხადებ ნდობას და ვუსურვებ წარმატებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო ასოცირების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს მიესალმება
შემდეგი სტატიაპრემიერი : ეკონომიკური საბჭოს აპარატი გაუქმდა