(video) გიორგი მარგველაშვილი : ზურაბ პატარაძის კანდიდატურა პრემიერთან შეთანხმებული იყო

news
ავტ.: news ივლისი 19, 2016 23:27

(video) გიორგი მარგველაშვილი : ზურაბ პატარაძის კანდიდატურა პრემიერთან შეთანხმებული იყო

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აჭარის მთავრობის მეთაურად ზურაბ პატარაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული იყო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კანდიდატი რომ არ ყოფილიყო პრემიერთან შეთანხმებული, ანტიკონსტიტუციური იქნებოდა.
პრეზიდენტმა გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ ის ყველა ფრაქციას, ქართულ ოცნებას, თავისუფალ დემოკრატებს, ნაციონალურ მოძრაობას, სთხოვდა, რომ კანდიდატისთვის ხმა მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დემოკრატები ოპოზიციური პარტიაა, მათ პატარაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს, რაც პრეზიდენტმა “სახელმწიფოებრივ ნაბიჯად” შეაფასა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ უნდოდა აჭარა მმართველობის გარეშე დაეტოვებინა, რადგან, მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, არჩილ ხაბაძე, არჩევნებში წასვლას და შესაბამისად, მმართველობიდან წასვლას აპირებდა.

https://youtu.be/YuEwG-xAiKA

news
ავტ.: news ივლისი 19, 2016 23:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,728
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics