გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა სლოვენიის პრმიერინისტრ მიტო ცერართან გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, შეხვედრისას მხარეებმა დაინტერესება გამოთქვეს, სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და სლოვენიის გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მზადყოფნას, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. აღინიშნა, რომ პრეზიდენტის დელეგაციაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართვა და ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა, ურთიერთობების გაღრმავებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების-ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველო მიესალმება სლოვენიელი მეწარმეებისა და ინვესტორების მიერ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის შესწავლას.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს, ქართულმა მხარემ დაინტერესება გამოხატა ერთობლივი სასოფლო – სამეურნეო პროექტების განხორციელებაში. ქართული მხარე დაინტერესებულია ასევე, სლოვენიის ბაზარზე საქართველოს სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოსთან დაახლოება – “ენმ”-მ საგარეო პრიორიტეტები წარადგინა
შემდეგი სტატია“ვერანაირი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობადი სახეები ვერ იხსნის ქართულ ოცნებას 8 ოქტომბერს მოსალოდნელი კრახისაგან”