ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოსთან დაახლოება – “ენმ”-მ საგარეო პრიორიტეტები წარადგინა

ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოსთან დაახლოება – ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის საარჩევნო პროგრამის საგარეო პრიორიტეტები წარადგინა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ პრეზენტაცია ქორთიარდ მარიოტში გამართა და საკუთარი საგარეო ხედვა ამომრჩეველს გააცნო.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გავაგრძელოთ, უზრუნველვყოთ არა მხოლოდ უსწრაფესი ვიზალიბერალიზაცია, არამედ დავიწყოთ უკვე მუშაობა პოსტ ვიზების დღის წესრიგზე. ჩვენი ამოცანაა, საქართველო მივიყვანოთ, რაც შეიძლება ახლოს ნატოს წევრობასთან,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ორიენტირებულები არიან მშვიდობიან დიალოგზე ცხინვალისა და აფხაზეთის მოსახლეობასთან.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტიის საგარეო პრიორიტეტი საქართველოს უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის კონკრეტულ ხედვას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: მოღალატე შევარდნაძის ნოსტალგიით ნამდვილად არაფერი გვეშველება!
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა