გიორგი მარგველაშვილი: სირთულე უნდა მოიხსნას

გიორგი მარგველაშვილს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია – განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანთან, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

“მე მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არ მოგვიხდეს მერე ყველას, ქართველებს იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენ მიერ არჩეული ადამიანი ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს, რომ არ მოგვიხდეს იმის მტკიცება, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ჩემი აზრით ეს სირთულე უნდა მოიხსნას და დამთავრდეს. მე მიმაჩნია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჭრილში დაინტერესება უნდა ჰქონდეს.

მე მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დავდეთ ფიცი ქვეყნისა და ერის წინაშე, რომ ამ ქვეყნის მთლიანობისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, იყო ეს ფიცი დადებული 5 წლის წინ, 10 წლის წინ თუ 15 წლის წინ, ეს ფიცი მოქმედია და ამით უნდა ვიყოთ დაინტერესებული, არა პოლიტიკური პოზიციიდან, არამედ ქვეყნის სტაბილურობისა და მდგრადობის პოზიციიდან. სამივე პრეზიდენტი, ამას ხაზს ვუსვამ”,- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

“მე მივეცი ხმა ჩემს უბნელს, მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია ძარცვა და ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება”-აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხარჩილავა: ხელისუფლებამ 13 საათისთვის საოკუპაციო ხაზი გახსნა (ვიდეო)
შემდეგი სტატია(ვიდეო) – ბაღის თანამშრომლები მერხების ქვეშ “პანაშვიდისთვის იკრიბებიან”