გიორგი მარგველაშვილი : საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს მეფეს ფილიპე VI-სა და პრემიერმინისტრს მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომსაქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“მინდა დაგიდასტუროთ ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და თანადგომა ესპანეთის სამეფოს, ცენტრალური ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მიმართ. ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი კავშირები და საერთო ღირებულებები იმ წარმატებული ურთიერთობების მტკიცე საფუძველს, რომლებსაც საქართველო და ესპანეთის სამეფო დღესავითარებენ. სწორედ ამიტომ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სეპარატიზმის საფრთხე კარგად არის ნაცნობი საქართველოსათვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩემი ქვეყანა იბრძვის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპების დაცვა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა შესაძლებელს გახდის არსებული პრობლემებისდარეგულირებას.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და ესპანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”, – აღნიშნულია წერილში.

banner
წინა სტატიაში“საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” მეშახტის გარდაცვალების მიზეზად სამთო მასის ჩამოშლას ასახელებს
შემდეგი სტატიათბილისის ცირკის შენობა იყიდება