გიორგი ლაფერაშვილს რუსთავი2-დან სამი ნივთი ერგო-რას წერს ჟურნალისტი…

1. ბინა დაგავიწყდათ ჩამონათვალში- პროკურატურაში რომ მიჩიოდოთ ის.
2. ხელფასის დავალიანებაზე დაგავიწყდათ მოწერა- შემოთვლებით რომ ხართ დაკავებული წლის ბოლომდე იქნებაო- მერე სიები რომ გააკეთეთ ვის მიცეთ და ვის არა- და იმ სიაშიც რომ არ ინებეთ ჩემი ჩასმა- მაინც შეგახსენებთ რომ მინინუმ თვინახევრის ხელფასი გაქვთ მოსაცემი- მაისი-ივნისის- თქვენი დათვლებით კი აგვისტოს ჩათვლით- მაგრამ მაგას ვინ ჩივის:)
3. ამ რაღაცეებიდან რაც აქ წერია მაკბუკი მქონდა ნამდვილად- კიდევ ერთი პრემიაა რომელიც გამოგრჩათ ალბათ:) მაგრამ სახლი რომ გაქურდეს ჩემი და თქვენგან ნაქებმა მთავრობამ რომ ქურდის დაჭერის მაგივრად ერთი ბოთლი კონიაკი გამომიგზავნა კომპენსაციის მიზნით- იმათ მოკითხეთ. მისამართიც იციან იმ ქურდების და ვინაობაც- უბრალოდ ამდენი წელია მათ დასაკავებლად არავინ შეწუხებულა.
4. ოღონდ ეს ბინა სხვაგანაა- იმ მისამართზე, რომელიც მითითებული გაქვთ 2009 წლიდან აღარ (ვეღარ) ვცხოვრობ- გეკითხათ ვინმე ძველი თანამშრომელისთვის- მოგიყვებოდნენ.
5. ხო მშვიდობა გაქვთ, ზოგადად?:) რამდენი მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოვაწერე ამ 13 წლის განმავლობაში – ყველაფერი ხო არ დავაბრუნო? ა4 ქაღალდები და საწერი კალმების ჩათვლით?-წერს ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიდღეს ბარბარობაა
შემდეგი სტატიარუსეთი საბოლოოდ ექცევა ჩიხში და თავის კოლონიალისტურ საცეცებს ეთხოვება!