რუსეთი საბოლოოდ ექცევა ჩიხში და თავის კოლონიალისტურ საცეცებს ეთხოვება!

რუსეთის ეკლესიის სქიზმატურ, იზოლაციონისტურ და ანტიმართლმადიდებლურ მდგომარეობაზე უკვე კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესიაც ალაპარაკდა! კონსტანტინეპოლის, ელადისა და ალექსანდრიის შემდეგ, დიდი ალბათობით კვიპროსი გახდება მომდევნო, ვინც უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს და მასთან ევქარისტიულ კავშირში შევა. როგორც უნეტარესმა ეპიფანემ ბრძანა, 2020 წელს მინიმუმ 3-4 სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესია აღიარებს მას. ეს ყოველივე კი ერთადერთ ტენდენციაზე მიუთითებს: რუსეთი საბოლოოდ ექცევა ჩიხში და თავის კოლონიალისტურ საცეცებს ეთხოვება!

ამ ვითარებაში კი ყველაზე სასაცილოები ისინი ხართ, ვინც უკრაინის ეკლესიას დასცინოდით, თქვენი უმეცრებით “ამხელდით”, რაღაც დემაგოგიური სიბრიყვით მეზღაპრეობდით და უმაქნის მოსაყდრე შიოსა და მის რუსეთუმე კოლექტივს კოჭს უგორებდით!

დღეს, უკიდურესად დიდი სირცხვილი, ეროვნული ინტერესების ღალატი, უხამსობა, შავრაზმელობა, უცოდინრობა, მორალური სიშლეგე და უსინდისობაა ამ ფორმაციის საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერა!

პრაქტიკულად, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, ჩვენ რეალობაში აღმოჩდა ერთგვარი ტესტი და ლუსტრაცია ყველასათვის, რამაც, ფაქტობრივად მაცხოვრის წინასწარმეტყველური იგავი აღასრულა: “შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს – მარცხნივ” (მათე 25, 32-33). რთული მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რა ბედი ელით რუსული ორბიტის წარმომადგენლებს, რომელთაც დავიწყებული აქვთ სახარებისეული პრინციპები, კანონიკური ნორმები და ისტორიული საფუძვლები და მხოლოოდენ პოლიტიკური კონიუქტურის მიზანშეწონილობით მსჯელობენ. დიახ, სწორედ თხებად ქცეულ გაჯიუტებულ მხარეს ეუბნება უფალი – “მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული” (მათე 25, 41).

ნუ დაუჯერებთ კოლაბორაციონისტ და რენეგატ ქართველებს, რომელნიც ჩვეულებრივი მეხუთე კოლონის ლეგეონს განეკუთვნებიან, თავის სასარგებლო იდიოტებთან, ბრმა იარაღებთან და გავლენის აგენტებთან ერთად!

ამრიგად, როცა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა მივყვეთ სოკრატეს ფორმულას: “ვისაც უნდა – ეძებს გზას, ვისაც არა – ეძებს მიზეზს!” სწორედ ეს ფრაზაა ზედგამოჭრილი საქართველოს ეკლესიაში უბადრუკი ჯაღმაიძიზაციის უტიფრული პროცესისა!

ასეა ეს, ოკუპანტი რუსეთის იმპერიალიზმს დამონებულ და მიყიდულ კასტას, რომელსაც ოჯახის ტრადიციიდანაც კი მოსდგამს რუსეთუმეობა, ბიბლია განუკუთვნებს შემდეგ განაჩენს: “ჩვენს სირცხვილში ვწევართ და ჩვენივე შერცხვენა გვახურავს ზედ, რადგან ვცოდავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა სიყმაწვილიდან დღემდე და არ გვესმის უფლის, ჩვენი ღვთის სიტყვა” (იერემია 3,25)! -წერს გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ლაფერაშვილს რუსთავი2-დან სამი ნივთი ერგო-რას წერს ჟურნალისტი…
შემდეგი სტატიაშოკში ვართ, ეს არის ჩვეულებრივად ყვითელი ბარათი ჩვენი ხელისუფლებისთვის – დოლიძე კინზინგერის განცხადებაზე