გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში აშშ-ის ელჩთან პირველი შეხვედრა გამართა

amerგიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.

საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

იან კელიმ წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს და აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

ელჩის განცხადებით, გაგრძელდება ღრმა და ფართო თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა გზით უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რა სფეროში ვიქნებით მისთვის ყველაზე საჭირო, რათა იგი წარმატებული გახდეს,” – აღნიშნა იან კელიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა
შემდეგი სტატია2015 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა