გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც ”თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს დელეგაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან, როგორც პირისპირ, ისე – გაფართოებულ ფორმატში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავსა და მარადიული ცეცხლის მემორიალს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიცესკო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათბილისში, აბუსერიძის ქუჩაზე ბამბის საამქრო იწვის