გიორგი კვირიკაშვილი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2017 15:24

გიორგი კვირიკაშვილი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • გიორგი კვირიკაშვილი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამას ადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც უპირობოდ იცავს ცივილიზებული სამყარო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მკაფიო პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვნები არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს”, – ნათქვამია პრემიერის გავრცელებულ განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2017 15:24

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics