გიორგი კვირიკაშვილი: დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის მოლაპარაკებებში ეუთო-ს ჩართულობას

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს ჩართულობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების აუცილებლობას, ასევე ეუთო-ს მონაწილეობას ერგნეთში, ინცინდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: ელისო ჩაფიძე ბევრ რამეზე არაკომპეტენტურად საუბრობს
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძე შესაძლოა „რესპუბლიკელებში“ გადავიდეს?