გიორგი კვირიკაშვილი ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტ, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.

 

შეხვედრის შემდეგ, აშშ – ში ვიზიტი ყოფმა პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჯოზეფ ბაიდენი გახლავთ საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი, ვისაუბრეთ გასულ 25 წელზე ჩვენი პარტნიორობის. ეს გახლდათ 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან არა ერთ სფეროში და ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის შემდეგ 25 წელზე, როგორ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა მომავალში, როგორ გავაფართოვოთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და სიღრმე. ვფიქრობ, ძალიან საჭირო და საინტერესო დიალოგი შედგა. ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობაზე და, რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრა თეთრი სახლში, რუზველტის დარბაზში გაიმართა.
banner
წინა სტატიაშითბილისის მერიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების 35 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება