გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბელის 71-ე სესიას დაესწრება, პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს იწყებს. სესია ხვალ იხსნება.

გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა 21 სექტემბერს არის დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან. გიორგი კვირიკაშვილი სესიის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებებსაც დაესწრება.

გიორგი კვირიკაშვილი დღეს სიტყვით გამოვა შეხვედრაზე, სადაც დევნილთა და მიგრანტთა საკითხებზე იმსჯელებენ. დღესვე პრემიერი დაესწრება საერთაშორისო ღონისძიებას ეფექტური ინსტიტუციების მნიშვნელობაზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოცაა.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთში ცვლილებები არჩევნებით კი არა… კატასტროფით მოვა,,
შემდეგი სტატიაავარია ვაკე-საბურთალოს გზაზე – ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა