გიორგი კვირიკაშვილი: ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ავიაკომპანია “ვიზეარის” მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის შვიდ ქალაქში ფრენების განხორციელება ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის კარგია, – ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე, ასევე ქუთაისსა და თბილისში 200 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება.

“კარგი ამბავი არის ის, რომ “ვიზეარმა” გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში, განმტკიცდება კავშირები და ეს ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა და სოფია.

 

banner
წინა სტატიაში“ამით ბევრი არაფერი შეიცვლება“ – თამაზ მეჭიაური ქადაგიძის ინიციატივას ეხმაურება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ერთ კვირაში თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება