გიორგი კვირიკაშვილი : ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის ახალი წევრებს – ქეთევან ციხელაშვილისა და ლევან იზორიას მიესალმა.

ორივე მათგანი მთავრობის სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრება.

“მივესალმები ჩვენი მთავრობის ორ ახალ წევრს, ქალბატონ ქეთი ციხელაშვილსა და ლევან იზორიას. მინდა, ვუსურვო მათ წარმატება”,-აღნიშნა პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება ძალიან კონსოლიდირებული. ძალიან კვალიფიციური ორი ახალი ადამიანი შემოგვემატა. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
შემდეგი სტატიაპრემიერი : ტურიზმის მიმართულებით ძალიან სახარბიელო მაჩვენებელი გვაქვს